თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის კრიმინალიზების ინიციატივას ეხმიანება.
„კანონპროექტზე დეტალური და ნიუანსირებული მსჯელობა მისი ტექსტის გასაჯაროების შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუმცა პირველადი და ზოგადი შეფასებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ახალი კანონმდებლობა შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან და მსგავსი სუბიექტური სფეროს (შეურაცხყოფის) მოწესრიგების მცდელობამ დაარღვიოს განჭვრეტადობისა და კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპები.“ - ნათქვამია განცხადებაში
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)