ქვემო ქართლი.დმანისის მუნიციპალიტეტმა მოქალაქეთა მონაწილეობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. გეგმის მიზანია დმანისის მუნიციპალიტეტში გამჭვირვალობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. 12 იანვარს სამუშაო შეხვედრა გაიმართა მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან, შეხვედრაზე შემდეგი ძირითადი მიმართულებები გამოიკვეთა: ანგარიშვალდებულების და გამჭირვალობის გაუმჯობესება, მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება და მოტივაციის ამაღლება და ასევე საჯარო მოხელეთა შესაძლებლობის გაზრდა.
სამოქმედო გეგმა ეყრდნობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის თვითშეფასების შედეგად გამოვლენილ მიგნებებს. გეგმის სამუშაო ვერსიას გაეცნობიან როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული საბჭოების წევრები.
სამოქმედო გეგმა მუშავდება დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)