თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აღნიშნავს, რომ „თანამდებობის პირების მიერ ქონების, ფინანსებისა და კავშირების დეკლარირების სისტემა კორუფციის პრევენციის და გამოვლენის ერთ–ერთი საბაზისო მექანიზმია“.
ორგანიზაციის ინფორმაციით, „დეკლარაციების შემრჩევი კომისია წლების განმავლობაში ვერ იქმნებოდა (2018-22 წლებში მხოლოდ ერთხელ – 2019-ში შეიქმნა), რის გამოც ამ წლებში კანონით გათვალისწინებულზე ორჯერ ნაკლები დეკლარაცია შემოწმდა (მაგ: 600-ის ნაცვლად – 300)“.
ორგანიზაციის ძალისხმევით, 2024 წელს დამატებით 300 თანამდებობის პირის ქონების დეკლარაცია შემოწმდება.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)