სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), ახალი სასწავლო ონლაინ პროგრამის – „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა – პრეზენტაცია გამართა, რომელიც შეიქმნა USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.
პლატფორმა ZOOM–ში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. პროგრამის მიზნების და სასწავლო თემატიკის წარდგენის შემდგომ, პრეზენტაცია კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პროგრამა განკუთვნილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და აპარატის საჯარო მოხელეებისთვის, მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებისა და მუნიციპალიტეტის ინსტიტუციების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის სათათბირო საბჭოების წევრებისთვის.
ონლაინ ახალი სასწავლო პროგრამა მოიცავს 3 მოდულს:
მოდული I - ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლები, უფლებამოსილებები და მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები;
მოდული II - მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა;
მოდული III - მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის წარდგენა 4 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)