თბილისი. 30-31 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და SEU-ს თანაორგანიზებით გაიმართება სემინარი თემაზე: „კლიმატის ცვლილება“.
სემინარი ტარდება რეგიონული პროგრამის „კლიმატის პოლიტიკის შესაძლებლობების განვითარება სამხრეთ აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“ (CDCPIII) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ფარგლებში.
პროგრამა ხორციელდება გერმანიის ფედერალური ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტროს, ასევე გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
წყარო: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)