თბილისი. 27 იანვარს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრების მონაწილეობით ჩატარდა სესია თემაზე: შეზღუდული შესაძლებლობა, მიდგომები და პრინციპები.
შეხვედრაზე განხილული თემები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის ძირითადი კატეგორიები, შეზღუდული შესაძლებლობები გენდერულ ჭრილში, ჯვარედინი დისკრიმინაცია, ინკლუზიური განათლება, საზოგადოებაში ინტეგრაციის ტიპები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია(CRPD), რომელიც გაერომ 2006 წელს მიიღო და სხვ.
პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი".
წყარო: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)