en
ge

მოქალაქეთა მონაწილეობის სტარტეგია

მოქალაქეთა მონაწილეობის სტარტეგია

გურია. მოქალაქეთა მონაწილეობის სტრატეგიის შემუშავებისთვის, 26 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა. იგი, ევროპის საბჭოს მიერ შექმნილი ინვოაციური მეთოდოლოგიის - სამოქალაქო ლაბორატორიის (Civiclab) მექანიზმის გამოყენებით წარიმართა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მონაწილეობის სტრატეგიისთვის საჭირო წინადადებებზე ერთობლივად იმუშავეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა – სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო სექტორის, საგანმანათლებლო, ბიზნეს და მედია სფეროს წარმომადგენლებმა. შეხვედრის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები და აქტივობები  4 მიმართულებით: ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და ზედამხედველობის, მუნიციპალური სერვისებისა და მოაქალქეთა მოტივაციის გაზრდის კუთხით. 

შეხვედრა, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით გაიმართა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)