კახეთი. ყვარლის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა მუნიციპალიტეტის მერთან გაცნობითი შეხვედრა გამართა 24 იანვარს, უფლებები საქართველოს“ და „ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის“ ინიციატივით, ყვარლის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საინიციატივო ჯგუფის წევრებს ახალგაზრდების განვითარების კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პროექტები გააცნეს.
ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა პროექტის - „ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდათა ჩართულობის და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“, „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან“ და „ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრთან“ პარტნიორობით, და „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: უფლებები საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)