გურია. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელი (CENN) აგრძელებს ცნობიერების ამაღლების სესიებს.
ტრენინგების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის; ნარჩენების მართვის; მწვანე ზრდის შესაძლებლობებისა და სოფლის ეკონომიკური წყაროების დივერსიფიკაციის და ა.შ საკითხების მიმართულებებით.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG).
წყარო: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)