თბილისი. 8-9 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ორ დღიან საერთაშორისო კონფერეციას გამართავს.
ფორუმის მთავარი თემაა: კარგი მმართველობის პრინციპების გაუმჯობესება: საუკეთესო პრაქტიკები და გამოწვევები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.
ფორუმზე განიხილება არა მხოლოდ გლობალური ტენდენციები, საუკეთესო პრაქტიკები, საჭიროებები და მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებსაც აწყდებიან აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, არამედ ინოვაციური მიდგომები ამ რეგიონებში დემოკრატიული პრინციპების დანერგვის პროცესში გამოვლენილი გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელად.
დაგემილია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით გაიმართოს დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კორუფციასთან ბრძოლა: ინსტიტუციური რეფორმები, ყოვლისმომცველი მიდგომები და პოლიტიკური ნება; ორგანიზებული დანაშაულის პრევენცია და ფულის გათეთრებასთან ბრძოლა; საჯარო მმართველობის რეფორმა; კარგი მმართველობის რეფორმების გენდერული მეინსტრიმინგი; კორუფციასთან ბრძოლისა და კონკურენციის გაუმჯობესების ინოვაციური მექანიზმები: ინოვაციები სახელმწიფო შესყიდვებში და ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის სტანდარტები; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა რეფორმებში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივა და ა.შ.
ფორუმი ორგანიზებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, და ასევე, თანადაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროკავშირის გლობალური ინიციატივისა (AML/CFT Global Facility) და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიერ.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)