კახეთი. 9 ივნისს, თელავში, სათემო განვითარების ცენტრმა
და იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების
ცენტრმა" საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა
კახეთის რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინფორმირება
არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შესახებ.
კახეთის რეგიონში პროგრამამ ფუნქციონირება დაიწყო
2013 წლის აპრილიდან. 2013 წლის აპრილიდან არასრულწლოვანთა განრიდებისა და
მედიაციის პროგრამას დაემატა 25 ახალი ქალაქი. პროგრამა მოქმედებს საქართველოს 40
ქალაქში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში