კახეთი. თელავში გრძელდება უფროსი თაობის „60+ ბებია-პაპების კლუბის“ მხარდაჭრა.
კლუბის მიზანია წვლილი შეიტანოს ღირსეული დაბერების, სოციალიზაციისა და არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად.
ხანდაზმულთა სიღარიბე, უფლებრივი მდგომარეობა და საჭიროებები - ეს ის საკითხებია, რაზეც „60+ ბებია-პაპების კლუბის“ წევრებთან და კახეთში სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად ვიმსჯელეთ. სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემაა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის დასაქმების ადგილებზე.
ასევე, ოჯახის წევრების მხრიდან ხანდაზმულებზე ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობა. განვიხილეთ 60+ კლუბების მნიშვნელობა და მუნიციპალიტეტების ჩართულობის საჭიროება.
უფროსი თაობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჯანმრთელობის დაცვისა და პენსიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
წყარო: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)