თბილისი. 16 თებერვალს, 19:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება წიგნის „საქართველო იოსებ სტალინის წინააღმდეგ“ პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე: სტალინი კოლექტიურ მეხსიერებასა და რუსულ დეზინფორმაციულ დღის წესრიგში.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ წიგნის ავტორი ლაშა ბუღაძე, სამეცნიერო რედაქტორი ირაკლი ხვადაგიანი, პროექტის ავტორი და რედაქტორი გიორგი კანდელაკი და ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი.
წყარო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)