იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ჩატარდა მორიგი ტრენინგი თემაზე: „ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა“.
ტრენინგზე ახალგაზრდებმა განიხილეს ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების მონაწილეობის და ჩართულობის ფორმები, ახალგაზრდობის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილეობის პრაქტიკული მაგალითები.
ტრენინგი ორგანიზებული იქნა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)
წყარო: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)