თბილისი. 12 თებერვალს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრების და ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ლექცია თემაზე: კულტურული მრავალფეროვნება.
შეხვედრაზე განიხილეს მულტიკულტურალიზმი, ეთნოცენტრიზმი, კონფორმიზმი, ინდვიდუალისტური და კოლექტივისტური კულტურების თავისებურებები.
პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი".
წყარო: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)