თბილისი. 16-17 თებერვალს, თბილისში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის განმარტება, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების მოდელები, ტერმინები, სერვისები, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია და ა.შ. შეხვედრა პროექტის, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაცია "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი".
წყარო: კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)