თბილისი. ოთხი ქართული ორგანიზაცია ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ პროექტს იწყებს.
20 თებერვალს, საიამ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა და სტუდია მონიტორმა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის გახსნით ღონისძიებას უმასპინძლეს. ღონისძიება პროექტის მიზნებს, მოსალოდნელი შედეგებსა და აქტივობებს დაეთმო.
გაიმართა პანელური დისკუსია საქართველოს მხრიდან მართლმსაჯულების რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით. პროექტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოში ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)