თბილისი.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციის იურიდიული განათლების
ხელშეწყობის ფონდმა დებატების ტურნირი ჩაატარა.
დებატებში მონაწილეობა მიიღეს: ბათუმის, ქუთაისის, რუსთავისა და თბილისის გუნდებმა. იურიდიული განათლების ხელშეწყობის
ფონდის სტუდენტებს დებატების კურსი ეკითხებოდათ 6 თვის განმავლობაში
ყოველკვირეულად. კურსის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტ- იურისტებში
კონსტრუქციული დებატისა და კრიტიკული აზროვნების უნარ- ჩვევების ჩამოყალიბება,
აგრეთვე, როგორც იურიდიულ, ასევე გლობალურ საკითხებზე ინფორმაციის მოძიება,
დამუშავება და მისი სათანადოდ გამოყენება.
2013 წლის სადებატო თემებად შერჩეულ იქნა:
განათლება და უსაფრთხოება.
დებატები მიმდინარეობდა ბრიტანული ფორმატით და თითოეულ
თამაშში მონაწილეობდა ოთხი 2-2 კაციანი გუნდი. დებატების
ეროვნულ ტურნირში, რომელიც გაიმართა თბილისში, 2 ივნისს, მონაწილეობდა სულ 12
გუნდი. ხუთი გუნდი თბილისიდან და შვიდი გუნდი საქართველოს რეგიონებიდან. ფინალურ თამაშში გამარჯვებულად გამოვლინდა
იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის შესავალი სამართლის გუნდი.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში