ევროკავშირის მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მასპინძლობს კონფერენციას სახელწოდებით „სოციალური მეწარმეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.
კონფერენციის მიზანია, სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის წარმართვა სოციალური მეწარმეობის არსებულ გარემოსა და მისი განვითარების პერსპექტივებზე. კონფერენცია ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიმღებებს, სოციალურ საწარმოებს, ხელშემწყობ ორგანიზაციებს და ექსპერტებს, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის მიმართულებით.
კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 23 თებერვალს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" (შოთა რუსთაველის გამზირი 13, თბილისი). ღონისძიება დაიწყება 11:00 საათზე.
კონფერენციის ძირითადი თემებია:
სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის საერთაშორისო გამოცდილება;
სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი რეკომენდაციები;
ცენტრალურ დონეზე სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის საქართველოს არსებული პრაქტიკა და პერსპექტივები;
ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის არსებული პრაქტიკა და პერსპექტივები.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სააგენტოს, „აწარმოე საქართველოს“, ასევე, ახალგაზრდობისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოების და თბილისის, ოზურგეთისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კუსიანი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ექსპერტი ანა ჯიქია, ევროპული სოციალური საწარმოების ქსელის „Euclid Network-ის“ პოლიტიკის ანალიტიკოსი ტობი გეიზლი და ექსპერტი პოლონეთიდან იაკუბ შიმანეკი, რომელიც პოლონეთში არსებულ მხარდამჭერ სქემებსა და გამოცდილებას მიმოიხილავს.
კონფერენცია იმართება, ევროკავშირისა და გერმანული ორგანიაზციის “პური მსოფლიოსთვის” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ხელმძღვანელობით. კონსორციუმის წევრები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), IMPACT EUROPE (ყოფილი EVPA) და სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო.
დამატებითი ინფორმაციისთვი დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: (+995) 598 743512
ელ–ფოსტა: tamar@civilin.org
საკონტაქტო პირი: თამარ ბოჭორიშვილი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)