თბილისი. 15-18 თებერვალს, ფუნდამენტური თავისუფლებების ფონდის მხარადჭერით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ახალგაზრდების გაძლიერების ახალი პროგრამა გახსნა.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 17 გამორჩეული ლიდერი ახალგაზრდა საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში მომდევნო 5 თვის განმავლობაში განახორციელებს ადგილობრივ საჭიროებებზე დაფუძნებულ სამოქალაქო პროექტებს.
პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდების ერთობლივი ჩართულობით, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სტრატეგიის შემუშავების და რეგიონული გამოწვევების მოგვარებაზე ადგილობრივი კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას.
წყარო: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)