თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცეტრმა (CSRDG) სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩები გამოავლინა და დააჯილდოვა.
ელჩები საქართველოს 6 რეგიონში შეირჩნენ ქვემო ქართლში, სამცხე–ჯავახეთში, გურიაში, კახეთში, სვანეთსა და იმერეთში. პროექტი, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის გაცნობას, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრის მიდგომა.
"საქართველოს რეგიონებში, თემთან პირდაპირი მუშაობით, ახალგაზრდა ელჩებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივ დონეზე შესაძლებლობების განვითარებასა და მდგრადობის გაძლიერებაში.
ისინი ხელს უწყობენ თემის გაერთიანებას, თვითკმარობას და წარმოადგენენ სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიული მონაწილეობის ბრწყინვალე მაგალითებს,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ დაჯილდოების ცერემონიალზე.
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)