en
ge

გამოიყენე შესაძლებლობა – წარადგინე იდეა ორბელიანი მეტის კონკურსში

გამოიყენე შესაძლებლობა – წარადგინე იდეა  ორბელიანი მეტის  კონკურსში

თბილისი. თუ გაქვთ სოციალური ინიციატივა და გჭირდებათ მხარდაჭერა მის განსახორციელებლად გამოიყენეთ ორბელიანი მეტის შეთავაზება – იდეების მიღება 15 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს.  განსაზღვრეთ პროექტის შინაარსი, სამიზნე თანხა, რის შემდეგაც იდეა გაივლის შესარჩევ ეტაპს და განთავსდება „ორბელიანი მეტის“ პლატფორმაზე. 

ორბელიანი მეტი სახალხო დაფინანსების პლატფორმაა საქართველოში, რომლის მიზანია რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა, ერთიანი ძალისხმევით შეიტანოს წვლილი სოციალური პროექტების განხორციელებაში. 

პლატფორმის საშუალებით შეძლებ მოაგროვო პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% „ორბელიანი მეტის” დონორი ორგანიზაციის მიერ დაიფარება.

იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს.

წყარო: ორბელიანი მეტი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)