თბილისი. ორგანიზაცია Dopomoga Ukraini -უკრაინისთვის 11 გამარჯვებულს შორისაა, რომლებმაც უკრაინასა და საქართველოში „ისტორიის მცველების“ ჯილდო მიიღეს რუსულ დეზინფორმაიასთან ბრძოლაში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გაზრდასა და ომის დროს მედეგობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.
ვებ გვერდი www.dopomoga.ge ინფორმაციას აწვდის საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით მათთვის ხელმისაწვდომი სოციალური, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა სერვისების შესახებ. გამარჯვებულთა სია და ცერემონიის დეტალები იხილეთ ვრცლად...
ღონისძიება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ისტორიის მცველები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" ფარგლებში ჩატარდა.
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)