en
ge

სასწავლო ვიზიტი პოლონეთში

4–7 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის და პოლონურ უკრაინული თანამშრომლობის ფონდის ორგანიზებით (PAUCI) სასწავლო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ ქუთაისის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები და ქუთაისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა პოლონეთში ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ არსებული მდგომარეობის შესწავლასა და პოლონური გამოცდილების გაზიერებას ქართველი დელეგაციისთვის. ქართულმა დელეგაციამ ადგილზე მოინახულა და შეისწავლა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები, გაეცნო საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებს, თერმო მოდერნიზაციის და ენერგიის მართვის ტექნიკური ასპექტები, განიხილა საბინაო ამხანაგობების მუნიციპალიტეტთან და თვითმმართველობასთან ურთიერთოების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
სასწავლო ვიზიტი განხორციელდა პროექტის - „პარტნიორობისა და დიალოგის მექანიზმი საბინაო ამხანაგობებსა და მუნიციპალურ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობისთვის საქართველოში" ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია დემოკრატიის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)