თბილისი. საბჭოთა წარსულის კვლევის ცენტრი აქვეყნებს ფოტოებს „ქალები 1930-იანი წლების თბილისიდან“. ფოტოები სოვლაბის საზოგადოებრივი არქივის კოლექციიდან არის. კერძოდ, სერიიდან „ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან“.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდ დიდ შავ ჩემოდანში, ფართო ფორმატის 500-მდე მინის ნეგატივი იყო ჩალაგებული. დიგიტალიზაციის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, უცნობი ფოტოგრაფის არქივი 1930–იანი წლების თბილისის და საქართველოს სხვადასხვა მხარის ცხოვრებას და ყოველდღიურობას ასახავს.
წყარო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)