en
ge

სოციალური საწარმოების წარმატება

სოციალური საწარმოების წარმატება

თბილისი. სოციალური საწარმოები "ტენე" და "ბაბალე" თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები არიან.

ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის გაიმარჯვა #ბაბალემ, სადაც დასაქმებულია დაუნის სინდრომის მქონე 4 ახალგაზრდა, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 16 მოზარდი წინაპროფესიულ მომზადებას გადის. 

ბაბალეს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ... 

მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის ჯილდო გადაეცა #ტენეს, უნიკალურ პროექტს, რომელიც ეკომეგობრულ USB კაბელებს საქართველოში მოძიებული პოლიეთილენის ნარჩენებისგან ამზადებს. 

გაიგე მეტი ტენეს შესახებ...

#ბაბალესა და #ტენეს ვულოცავთ მათი საქმიანობის კიდევ ერთ აღიარებას. აღსანიშნავია, რომ "აქციოს" მიერ მხარდაჭერილი სოციალური საწარმოები, საქართველოს ბიზნესსექტორის ეკოსისტემაში გამორჩეულ პრაქტიკასა და დადებითი ცვლილებების გავლენას ქმნიან. 

საქართველოში პირველი გავლენის ფონდი "აქციო“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ 2022 წელს, ევროკომისიისა (DG Near) და Impact Europe-ის მხარდაჭერით დაფუძნდა. 

წყარო: აქციო

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023