თბილისი. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (MFA) და მასში შემავალი ევროპის სამეზობლო დეპარტამენტი (EUN), გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ოფისთან ერთად, იწყებს პროგრამას „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“.
4-წლიანი ინიციატივა, რომელიც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში განხორციელდება, მიზნად ისახავს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის პარალელურად, სამივე ქვეყანას ხელი შეუწყოს კონფლიქტების პრევენციის, მედიაციისა და დემოკრატიის მდგრადობის გაძლიერებაში.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა ქალების ჩართვა სამშვიდობო და უფლებადაცვით აქტივიზმში, ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება ყველაზე მოწყვლადი, მათ შორის დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის. პროგრამა წარმოადგენს მნიშვნელოვან ვალდებულებას გენდერული თანასწორობის მიღწევის, უთანასწორობის შემცირებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოსა თუ რეგიონში.
წყარო: გაეროს ქალთა ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)