სამეგრელო. ინტერნიუს–საქართველოს
ორგანიზებით, 7–8 ივნისს, ზუგდიდის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა საინფორმაციო
შეხვედრა თემაზე – „გავეცნოთ ევროკავშირს".სემინარი ევროპული ინტეგრაციის, გლობალურ პოლიტიკაში ევროპის კავშირის როლსა და საქართველოთან თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. ღონისძიების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს
ევროპული ინტეგრაციის ისტორიისა და
ევროკავშირის გაფართოების ეტაპების შესახებ;
ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის საერთო საგარეო
და უსაფრთხოების პოლიტიკაზე; საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ჩარჩოებზე,
სამეზობლო პოლიტიკასა და აღმოსავლეთის პარტნიორობაზე; ასევე ევროკავშირის როლზე საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საქმეში. თითოეული საკითხის
განხილვის შემდეგ
დისკუსიები იმართებოდა.
სემინარის მსვლელობის დროს ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმები: "ევროკავშირი მსოფლიოში", "გზა ევროპისკენ - ლიტვა" და "მწვანე მარშრუტი".
წყარო: media.ge