en
ge

რა გაკეთდა და რა იგეგმება გურიის რეგიონისთვის მწვანე გურიის პროექტის ფარგლებში?

რა გაკეთდა და რა იგეგმება გურიის რეგიონისთვის მწვანე გურიის პროექტის ფარგლებში?

გურია. 2023 წელს, CENN-მა ევროკავშირის მხარდაჭერითა გურიის რეგიონში დაიწყო სოფლის განვითარების პროექტი – მწვანე გურია. ორგანიზაცია პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით ახორციელებს. 

რა გაკეთდა? მწვანე გურიის პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მთავარი მიზნების მიღწევას: 

გურიის სამივე მუნიციპალიტეტში უკვე ჩამოყალიბდა ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG), რომელთა თავმჯდომარეები გასული წლის ზაფხულში, არჩევნების გზით შეირჩნენ. 

ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივმა სამოქმედო ჯგუფებმა უკვე დაასრულეს მუშაობა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაზე. ეს დოკუმენტები დაიწერა თითოეული მუნიციპლიტეტისთვის ცალ-ცალკე და მასში გაწერილია თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები და ამ გამოწვევების მოგვარების გზები. 

ასევე, პროექტის ფარგლებში გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა ორგანიზაციული განვითარების ტრენინგები, იმისათვის რომ ახლადშექმნილ LAG-ებს უკეთ ემუშავათ. LAG-ებისთვის ჩატარდა შემდეგი ტრენინგები: სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური მმართველობა; კერძო და საჯარო თანამშრომლობა, მოლაპარაკების უნარები, ფასილიტაცია; საზოგადოებასთან ურთიერთობა; ადვოკატირება და ლობირება; პროექტების ციკლი და გრანტის მართვა, ფონდების მოძიება, გენდერული მეინსტრიმინგი.

 ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებისთვის ჩატარებულ ტრენინგებს სამივე მუნიციპალიტეტის LAG-ების 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. 

ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები: ნარჩენების მართვა; მწვანე ზრდის შესაძლებლობები და სოფლის ეკონომიკური წყაროების დივერსიფიკაცია; კლიმატგონივრული ჭკვიანი და მდგრადი სასოფლო–სამეურნეო პრაქტიკა; სურსათის უვნებლობა და წარმოების სტანდარტი; სოფლის განვითარების ევროპული მოდელი. თემატურ ტრენინგებზე დასწრება რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეეძლო და მათ გურიის 450-მდე მოსახლე დაესწრო. 

ასევე, პროექტის ფარგლებში კონკურსის გზით გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან შეირჩა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო-საზოგადოებრივი 12 ორგანიზაცია. კონკურსის მიზანი ორგანიზავიების პოვნა, მათი დახმარება და გაძლიერებაა. 

რა იყო დაგეგმილი ან რა იგეგმება იხილეთ...

წყარო: CENN

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)