en
ge

ეთიკის ქარტიის მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანია ერთობლივი პროექტების განხორციელება, კონფერენციების, დისკუსიებისა, სემინარების მოწყობა. „ქარტია იმედოვნებს, რომ ბიბლიოთეკასთან დადებული შეთანხება სამომავლოდ აქტიური თანაშმრომლობის საფუძველი გახდება. მემორანდუმი საშუალებას მისცემს ეთიკის ქარტიას გამოიყენოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზები საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისას, თავის მხრივ კი მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს ბიბლიოთეკის იმ პროექტებს, რომელთა მიზანი და ინტერესებიც თანხვედრაშია ქარტიის საქმიანობასთან", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილებას რამდენიმე მედია სახელმძღვანელო გადასცა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)