თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება ხელისუფლებას.
"ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
გუშინ, 11 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პარტიის გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის შემდეგი შინაარსის გზავნილი: “არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”. „ქართული ოცნება” მსგავს გზავნილებს უკვე ღიად ავრცელებს. ბოლო პერიოდში ხელახლა წამოწყებული მასშტაბური ანტი-დასავლური კამპანია, რუსული კანონის მიღების მცდელობა და საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მოწოდებების უგულვებელყოფა გვაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება” ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლას ცდილობს. ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის ურყევი ნება და არჩევანია, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშია განმტკიცებული. ეს მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს, ყველა ზომა მიიღოს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრებლად. რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.“
იხილეთ ვრცლად ...
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)