მცხეთა-მთიანეთი. 14 აპრილს, დუშეთში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
სამუშაო შეხვედრის ძირითადი საკითხები შეეხებოდა ქალების ემანსიპაციის ისტორიას-განათლების, შრომისა და საკუთრების, თვითგამოხატვის, ძალადობისგან თავისუფლების, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის უფებების სფეროში.
სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
სრულად...
წყარო: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)