თბილისი. საქართველოს კარიტასი განცხადებას ავრცელებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შესახებ".
"საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ინიცირებული კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონად მიღება, მომსახურების მიღმა დატოვებს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება! საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი 30 წლის განმავლობაში, მეტწილად ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული დაფინანსებით, ზრუნავს მშობლების მზრუნველობას მოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებზე, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ და უსახლკარო ადამიანებზე, მარტოხელა მოხუცებზე, შშმ პირებზე, შინმოვლის მწოლიარე ადამიანებზე, ძალადობის მსხვერპლ და მარტოხელა დედებზე, ნებაყოფლობით დაბრუნებულ მიგრანტებზე...".
წყარო: საქართველოს კარიტასი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)