იმერეთი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთიანი საქართველო - ევროპისთვის“ ფარგლებში, 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას გაიმარჯვონ კონკურსში და გახდნენ 4 დღიანი საზაფხულო ბანაკის მონაწილე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 5 ბანაკის ჩატარება, ჯამში 250 მონაწილით, ივლისში, საქართველოში.
ამ საკითხზე, 18 მაისს ქუთაისში, სასტუმრო ‘ბესტ ვესთერნში’ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან.
წყარო: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)