თბილისი. 35 წლის წინ მსოფლიომ მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენცია და აღიარა, რომ ბავშვებს აქვთ უფლებები, მათ შორის აზრის გამოხატვის და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება. საქართველო კონვენციას 30 წლის წინ, 1994 წელს შეუერთდა.
„ბავშვების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა ხაზგასმულია საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსშიც. ყველა ბავშვს აქვს უფლება, თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი ისეთ საკითხებზე, რაც მას ეხება და მნიშვნელოვანია ამ აზრის გათვალისწინება ბავშვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას“, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია საქართველოში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)