თბილისი. საიას ოფისს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ესტუმრა. ელჩი საიას თანამშრომლებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა მათი საქმიანობისთვის. ეს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,რუსული კანონის" მიღების შემდეგ და ხაზს უსვამს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საიას და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს სვლას ევროპისკენ. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდის მნიშვნელობაზე.
წყარო: საია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)