თბილისი. CENN - ის კონკურსის ფარგლებში, სოციალური თერაპიის სახლში გაიმართა შეხვედრა ეკო-ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
თერაპიის სახლის წევრებს და პრაქტიკაზე მყოფ ვალდორფის სკოლის მოსწავლეებს მიეწოდა ინფორმაცია, თუ რა სახის ნარჩენები არსებობს, რამდენი წელი სჭირდება სრულად რომ დაიშალოს, რა მავნე თვისებები აქვს დედამიწისთვის და სამყაროსთვის. აღინიშნა, რომ არსებობს შესაბამისი სერვის ცენტრები, რომლებიც იბარებენ სხვადასხვა სახის ნარჩენებს გადამუშავებისთვის.
სოციალური თერაპიის სახლში რვა სახელოსნოა, თითოეულმა მათგანმა გამოთქვა სურვილი გაუკეთოს ორგანიზება ერთი სახეობის ნარჩენს. შეაგროვებენ და გადაამუშავებე, გამოიყენებენ ან ჩააბარებენ შესაბამის სერვის ცენტრში.
წყარო: სოციალური თერაპიის სახლი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)