გამოაქვეყნდა პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები. ინდექსის პირველი გამოცემა 138 ქვეყანას ფარავს. საქარველომ 100 ქულიდან 17.83 მიიღო და რეიტინგში მე–60 ადგილი დაიკავა, აცხადებს ინფორმაციაში IDFI.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი დასძენს, რომ „საქართველოს შედეგები ცხადყოფს, რომ აუცილებალია ქვეყანაში არსებობდეს ერთიანი ხედვა და მიდგომები, როგორც AI სისტემების განვითარების ხელშეწყობის, ასევე მათი გამოყენების დროს ეთიკური სტანდარტების დაცვის კუთხით“.
IDFI კვლევაში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ჰაბის როლში იყო ჩართული და კოორდინაციას უწევდა კვლევით პროცესში 12 ქვეყანაში.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)