en
ge

კონფერენცია: „ ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის”

კონფერენცია: „ ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის”

თბილისში მიმდინარეობს ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „ ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის”. ღონისძიება გახსნა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროკავშირის ასოცირებული ტრიოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან. პირველი დღე დაეთმო მსჯელობასა და გამოცდილების გაზიარებას კანდიდატი ქვეყნებისთვის საერთო ინტერესის ისეთ საკითხებსა და გამოწვევებზე, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, თავისუფალი მედია და სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროინტეგრაციის პროცესში. 

თბილისში გამართული კონფერენციის მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს პლატფორმას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებების, ექსპერტული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს გააერთიანებს, ბიძგს მისცემს დიალოგის გააქტიურებას ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე და ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრების გზაზე არსებული შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებას, რეფორმების კუთხით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. 

სრულად... 

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)