ქვემო ქართლი. გაეროს სახლს, სამოქალაქო განვითარების სკოლის მეორე ნაკადის მონაწილეები ესტუმრნენ. სკოლა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ 70-ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს და მათ არაფორმალურ განათლებას ემსახურება.
6 თვის განმავლობაში სკოლის მონაწილეები, ლექციებისა და საჯარო დისკუსიების მეშვეობით, ადამიანის უფლებებთან, მრავალფეროვნებასა და თანასწორობასთან, მედიასა და ციფრულ წიგნიერებასთან, დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ.
„წითელი ხიდის“ სამოქალაქო განვითარების სკოლა, გაეროს განვითარების პროგრამის, და ნორვეგიის მხარდაჭერით და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით შეიქმნა.
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)