გამოქვეყნდა პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის (GIRAI) გლობალური ინდექსის შედეგები.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის ქვეყნების შედეგების ანალიზს: მთავარ მიგნებებსა და საჭიროებებს პასუხისმგებლიანი AI-ის გამოყენების კუთხით იხილავთ ინდექსში.
აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, შეფასებული ექვსი ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი), ყველაზე კარგი შედეგი უკრაინამ აჩვენა. ქვეყანამ 100-დან 38.13 ქულა მიიღო და 138 ქვეყნიდან 26-ე ადგილზე გავიდა. გლობალური ინდექსის მიხედვით, 17.83 ქულით საქართველომ შეფასებულ ქვეყნებს შორის მე-60 ადგილი დაიკავა.
IDFI კვლევაში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ჰაბის როლში იყო ჩართული და კოორდინაციას უწევდა კვლევით პროცესს 12 ქვეყანაში.
წყარო: IDFI
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)