თბილისი. საიამ გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში „სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე საქართველოში, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“.
დოკუმენტი საუბრობს საქართველოში გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე რეაგირების სისტემისა და იმ დაბრკოლებების შესახებ, რომლებსაც ასეთი ძალადობის მსხვერპლნი აწყდებიან.
„სახელმწიფო აქტიურად ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების საარსებო სივრცის შევიწროებას, მათ შორის, რუსული კანონის მიღების გზით, რაც, მნიშვნელოვნად შეამცირებს წვდომას იურიდიული დახმარების, მხარდაჭერის სერვისებზე და, სტამბოლის კონვენციის სტანდარტის საწინააღმდეგოდ, შეუძლებელს გახდის გენდერულად მოტივირებულ ძალადობასთან ბრძოლისა და პრევენციის პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: საია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)