en
ge

IDFI: „არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა“

IDFI: „არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს მონიტორინგის შედეგებს – „არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა“. 

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს, საქართველოს მმართველმა პარტიამ, საზოგადოებას გააცნო „არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალეობის საბაზისო კვლევა“, რომელიც აფასებდა „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო განცხადებაზე ხელმომწერი 474 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის გამჭვირვალობას შვიდი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით . 

IDFI-ს შეფასებით „ამ კვლევის რეალურ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის საჭიროებაზე პროპაგანდის გაძლიერება და არა ამ არასამთავრობო ორგანიზაციების პროაქტიული გამჭვირვალობის შეფასება“. ორგანიზაცია აცხადებს, რომ „არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლება თავად ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტებს.“ 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი წლების განმავლობაში სწავლობს საჯარო უწყების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების საკითხებს. კვლევებზე დაყრდნობით ორგანიზაცია აცხადებს, რომ „შესწავლილი საჯარო უწყებების (პარლამენტი, მთავრობა, სამინისტროები) 71%-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს 2023 წელს მიღებული და გაცემული გრანტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, ხოლო 65%-ს 2023 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშები“.

სრულად... 

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)