თბილისი. 28 ივლისს გამოვლინდნენ სოფლად მცხოვრები ქალების სამწუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულები.
პირველი საპრიზო ადგილი ერგო ნამუშევარს სახელწოდებით „მასწავლებლები შუაფხოდან“, ავტორები - ნინო აფაქიძე და თამთა ჩხაიძე, მეორე ადგილი - „მარტოხელა დედის თავდაუზოგავი შრომა შვილის განათლებისთვის“, ავტორი - ფარი ისმაილოვა, მესამე ადგილი - „შორეული მოგონებები გონების მიღმა“, ავტორები - ლუკა ქარჩხაძე, სანდრო ქუფარაშვილი.
„ფონდი ტასო“ სოფლად მცხოვრები ქალების თემაზე სამწუთიანი ფილმების კონკურსს უკვე მესამედ მართავს. დღემდე, კონკურსის ფარგლებში, აღნიშნულ თემაზე, ასამდე ფილმია შექმნილი. გამარჯვებული და შერჩეული ფილმები ჩვენი მედია არხების საშუალებით ეტაპობრივად გავრცელდება. წყარო: ფონდი „ტასო“
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)