თბილისი. 26–27 ივლისს, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში ჩატარდა ორდღიანი საინფორმაციო სემინარი – „საქართველოს ევროპული მომავალი“.
სემინარს უძღვებოდნენ კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) პოლიტიკური განათლების აკადემიის კურსდამთავრებულები.
ახალგაზრდებს ევროპასა და ევროპულ გამოცდილებაზე ესაუბრა მსახიობი და ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი.
ახალგაზრდებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით თამაშში (City Game) "აღმოაჩინე #ევროპა შენს ქალაქში". სხვადასხვა მინიშნებებისა და დავალებების შესრულების შემდეგ, მათ აღმოაჩინეს ევროპული კვალი დედაქალაქში. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა სამახსოვრო საჩუქრებით.
პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდისა (KAS) მხარდაჭერით.
წყარო: პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)