en
ge

გააფერადე, ნუ შემოხაზავ

გააფერადე, ნუ შემოხაზავ

აჭარა. ბათუმის ახალგაზრდა აქტივისტთა კლუბის ორგანიზებით, 2024 წლის 30 ივლისს სიმულაციური არჩევნები – „გააფერადე, ნუ შემოხაზავ“ გაიმართა. აქტივობის მიზანი იყო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურებში ცვლილებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება. 

სახალისო სიმულაცია ღია სივრცეში გაიმართა და 35 მოქალაქე ჩაერთო. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო ბიულეტენის ფურცელზე შესაბამისი წრის გაფერადებით აერჩიათ საუკეთესო ფეხბურთელი, მუსიკალური ბენდი ან კერძი.

კლუბის წევრებმა მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია 26 ოქტომბრის ელექტრონული არჩევნების პროცედურასთან დაკავშირებით. 

ბათუმის ახალგაზრდა აქტივისტთა კლუბის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხორციელდება CSI-ის და პარტნიორი ორგანიზაციების „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის”, „შშმ ქალთა ალიანსის” და „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)