11 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში გამოყოფილ სივრცეებში, სადაც უახლოეს მომავალში ეროვნული უმცირესობებისთვის ორენოვანი ალტერნატიული საბავშვო ბაღები გაიხსნება, სათამაშოებით, წიგნებით და სხვა ბავშვის განმავითარებელი მასალით აღჭურვის პროცესი დაიწყო.
სკოლამდელი განათლების ცენტრებისთვის ინვენტარის შეძენა ხორციელდება პროექტის "ბავშვის განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. სკოლამდელი მომსახურების დივერსიფიკაცია და ხარისხის გაუმჯობესება მარნეულის რეგიონში" ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია EDUKATOR -ი ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით. პროექტი მხარდაჭერილია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Polish Aid-ის პროგრამის მიერ.
წყარო: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)