საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი „ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც ამ დროისათვის იკვეთება, შეეხება საბიუჯეტო დაწესებულებიდან და საჯარო სკოლებიდან გათავისუფლების ფაქტებს“. საიას იდენტიფიცირებული აქვს 4 საქმე, რომელშიც იკვეთება „წინასაარჩევნო პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური/განსხვავებული შეხედულებების ნიშნით“.
წყარო: საია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)