"ახალგაზრდები საზოგადოებისთვის" USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტია. ის მიზნად ისახავდა იმერეთის რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციას და ადგილობრივ დონეზე, მოხალისეთა კლუბების საშუალებით, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას.
დასკვნით შეხვედრაზე, მოხალისეთა კლუბის წევრებმა მოამზადეს შემაჯამებელი პრეზენტაცია მათი საქმიანობის შესახებ - თუ რა გააკეთეს პროექტის ფარგლებში, რა გამოწვევები შეხვდათ ამ პროცესში და რა გამოცდილება მიიღეს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები კლუბების საქმიანობის გაგრძელებას პროექტის დასრულების შემდეგაც გეგმავენ.
პროექტი განხორციელდა სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრის მიერ.
წყარო: USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)