en
ge

დემოკრატიის განვითარების ცენტრმა გურჯაანში შეხვედრა გამართა

კახეთი.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  დემოკრატიის განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა.  ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას და ჟურნალისტებს დემოკრატიის სკოლების მუშაობის პრინციპი გააცნეს და პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს.
ორგანიზაციის კახეთის რეგიონული კოორდინატორის ნიკოლოზ შარვაშიძეს თქმით, დემოკრატიის სკოლის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა მსურველი აქ დემოკრატიის პრინციპებს სწავლობს.
,,დემოკრატიის სკოლის ყველა მონაწილე აქ  უამრავ საინტერესო  და სასარგებლო ინფორმაციას სწავლობს. მოსწავლეები ეცნობიან დემოკრატიის ძირითად პრინციპებს და ყველა იმ თეორიულ საკითხს,  რაც საჭიროა ყოველდღიურ საქმიანობაში. დემოკრატიის სკოლა და ცენტრები საქართველოს 4 ქალაქში ფუნქციონირებს ეს არის თელავი,  ქუთაისი,  გორი  და  თბილისი.
დღევანდელი შეხვედრაც სწორედ  მიმართული იყო იქით, რომ მოხდეს თელავის დემოკრატიის სკოლის პოპულარიზაცია და ჩართული იყოს ყველა ადამიანი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, აცხადებს ნიკოლოზ შარვაშიძე.
დემოკრატიის ცენტრი 2000 წელს, ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით დაარსდა. იდეის ავტორი  სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, ნელსონ მანდელა იყო, რომელიც იმ დროს რასიზმს აქტიურად ებრძოდა.   საქართველოში კი ცენტრი2005 წლიდან ფუნქციონირებს და  7 პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობს. დემოკრატიის სკოლაში სწავლა ნებისმიერ მოქალაქესა და პოლიტიკოსს შეუძლია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)